გაერთიანებულ სამეფოში პირველი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ ამოქმედდა
გაერთიანებულ სამეფოში პირველი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ ამოქმედდა. მიზანი - ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას გაძლიერებაა. ამ ფონზე თბილისში მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ქართულ ოცნებისთვის მიუღებელია მიდგომა, რომლის თანახმადაც ის რაც აუცილებელია სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, დაუშვებელია საქართველოს შემთხვევაში. ოპოზიცია კი ამერიკული ფარას ანალოგს საქართველოში ისევ რუსულს უწოდებს და ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ეს რეესტრები მხოლოდ მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ვერ ხსნიან და პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რატომ ვიგებთ საქართველოდან დაქირავებული ლობისტების შესახებ ინფორმაციებს ამერიკული ფარადან. ბრიტანეთში მოქმედი ახალი რეგულაციით, მათ წინააღმდეგ, ვინც გაერთიანებულ სამეფოში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედებენ და არ დარეგისტრირდებიან, გამოყენებული იქნება სისხლისსამართლებრივი სანქციები
