შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტომობილით ერთ ადამიანს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი, ემზარ ქარდავაა, რომელიც სოფელ ლიაში ავტომანქანით 26 წლის გოგონას დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა
