დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთ-ერთის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა
დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთ-ერთის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა. გიორგი გვაჯაია საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ასევე არ აკონკრეტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელსა და გვარს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს
