პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“
პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაშიც თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება
