აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა სპეციალური პროგრამით წარდგა.
