განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და კოლეჯების დირექტორებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
