სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა. დაკავებული ინდოეთის მოქალაქეა. დაკავებული ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.
