2026 წლის ბიუჯეტის პროექტი
პარლამენტი 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარუდგინა. პროექტის მიხედვით, პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა. იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში კი ხელფასები. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში მიიღებს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
