ტენდერების თაღლითების საქმე
90 ტომიანი საქმე და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები - საუბარია თითქმის 9 მილიონ 400 ათას ლარზე. დაკავებული ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილები ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ბრალდებულების კომპანიას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის ვალდებულება ჰქონდათ, რაც არ შეასრულეს. ტენდერების თაღლითების საქმეზე ძიება გრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
