კორუფციული დანაშაული
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობა - ეს არის ბრალდება, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიება მათ, ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობას ედავება. საქმეში დევს დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებიც.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
