ოპოზიცია ოთხ ოქტომბერს არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს
საკუთარ მიზნებს ისინი უკვე აღარ მალავენ. იმისთვის , რომ ხალხის მობილიზება მოახდინონ, ცრუ ინფორმაციასაც ავრცელებენ. მათ შორის აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მზადების გეგმაა ასახული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ 4 ოქტომბერს აანონსებს და ორგანიზებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულებს, რასაც სოლიდარობას უცხადებენ ევროკომისია და მისი პრესსპიკერი. ქართული ოცნებაში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ნებისმიერ გადაცდომაზე ხელისუფლების რეაგირება მკაცრი იქნება.
