პრემიერ მინისტრი ევრონიუსს ინტერვიუში საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ესაუბრა
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხელისუფლების მიზანია 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც რეალისტური და მიღწევადია. პრემიერმა ხელისუფლებს პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება. მთავრობის მეთაურმა ინტერვიუში ოთხი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზეც ილაპარაკა.
