სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა
საქმე ეხება თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას. გამოძიების მასალების მიხედვით, გუშინ ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც მან მოქალაქეებს მოუწოდა ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კუპრავამ დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია.
