ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სვიფტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე იმყოფებოდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სვიფტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე იმყოფებოდა. ნათია თურნავა ვაჭრობის წამყვანი გლობალური კომპანიის მთავარ ოფიცერს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ბანკის სურვილზე განავითაროს საშუალო ზომის სავალუტო სავაჭრო ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობის შემცირებას და ბაზარზე სავაჭრო მოცულობების ზრდას.
