აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზღვისუბანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ზღვისუბანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. დასახლებაში ძირითადად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები აწუხებთ, რომლის მოგვარებაც მიმდინარეობს და პროექტები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
