პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი ხვალ დანიაში გაიმართება. რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.
