ინტერვიუ ამერიკულ გამოცემასთან
„მიხეილ ყაველაშვილმა შემახსენა, რომ ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს, და ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს“. საქართველოს პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას გამოცემა „რესფონსიბილ სთეითკრაფტი“ აფასებს. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა.მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. სტატიის ავტორი კი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ. გამოცემა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და მას ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებს.
