საზოგადოების პოლიტიკური განწყობა
მზარდი რეიტინგი და კიდევ უფრო მეტი ნდობა. „ქართული ოცნების“ ამ შედეგებს „გორბის“ უახლესი კვლევა აჩვენებს. კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან? „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების - 66,4%. მაღალია მერობის კანდიდატების მიმართ ნდობაც. ოპოზიციის შედეგები მათსავე მძიმე რეალობას აღწერს. მონაცემების შეფასება „გირჩის“ გარდა არავინ ისურვა. რაც შეეხება მმართველი გუნდის კომენტარს: შედეგები ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვის, ეროვნული ინტერესების დაცვის შედეგია.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
