YouTube-ი დონალდ ტრამპის ანგარიშის უსაფუძვლო დაბლოკვასთან დაკავშირებული სარჩელის მოსაგვარებლად 24 მილიონ ნახევარ დოლარს გადაიხდის
YouTube-ი დონალდ ტრამპის ანგარიშის უსაფუძვლო დაბლოკვასთან დაკავშირებული სარჩელის მოსაგვარებლად 24 მილიონ ნახევარ დოლარს გადაიხდის. აქედან 22 მილიონი დოლარი ტრამპის სახელით იმ არასამეწარმეო ორგანიზაციას ჩაერიცხება, რომელიც ამ თანხას თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობას მოახმარს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა YouTube-ს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ვიდეო-პლატფორმამ 2021 წელს, ტრამპის იუთუბ არხს, ახალი ვიდეოების ატვირთვის შესაძლებლობა შეუზღუდა.
