უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთმა ომში უკვე გაიმარჯვა, თუმცა პარალელურად თქვა, რომ ის სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე სუსტია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთმა ომში უკვე გაიმარჯვა, თუმცა პარალელურად თქვა, რომ ის სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე სუსტია. უნგრეთის პრემიერი ასევე არ იზიარებს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს შფოთვას რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებზე. ორბანი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არ გეგმავს. ამასთან, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ მოერიდება საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში რუსული დრონების ჩამოგდებას.
