ბერლინერ ცაიტუნგი: რუმინეთის შემდეგ, ევროკავშირი, მოლდოვას არჩევნებში ჩაერია, ევროსკეპტიკურად განწყობილ სახელმწიფოებს კი აშანტაჟებს
რუმინეთის შემდეგ, ევროკავშირი, მოლდოვას არჩევნებში ჩაერია, ევროსკეპტიკურად განწყობილ სახელმწიფოებს კი აშანტაჟებს - წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“. ანალიტიკურ სტატიაში ავტორი ევროკავშირის ლიდერებს ორმაგ სტანდარტებშიც ადანაშაულებს. გერმანულ გამოცემაში ხაზგასმულია, რომ არჩევნების წინ მოლდოვაში ორი ოპოზიციური პარტია, რეალური მტკიცებულებების გარეშე დაბლოკეს. ავტორის თქმით, ევროკავშირი საკთარი დღის წესრიგის გასატარებლად ფინანსებსაც იყენებს, კერძოდ მოლდოვას 2 მილიარდ ევრომდე დახმარებას შეჰპირდა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბრიუსელი თავის გავლენებს აძლიერებს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც და ამ მიზნით, აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მედიას.
