ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომელიც უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის სისტემას ამკვიდრებს. კანონის მიზანია, მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.
