„გორბის“ კვლევის შედეგებს და „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს, მმართველი გუნდის შეფასებით კონკრეტული მიზეზები აქვს
„გორბის“ კვლევის შედეგებს და „ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს, მმართველი გუნდის შეფასებით კონკრეტული მიზეზები აქვს. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებზეა მორგებული და ოპოზიციის გეგმა, რომელიც, ქვეყნის დესტაბილიზაციას და არეულობას ითვალისწინებს. „გორბის“ კვლევაზე საუბარი არ სურთ „ლელოში“, „იმედთან“ კომენტარს არ აკეთებენ გახარიას პარტიაში. „გირჩში“ აცხადებენ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი რეიტინგის ზრდის მოლოდინი ჰქონდათ.
