შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ გელა ხასაიას თანმხლები პირები დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ გელა ხასაიას თანმხლები პირები დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ინციდენტის დროს მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი პირი ასევე ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის მხრიდან აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, ინციდენტს ადასტურებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც, თუმცა ის ძალადობას უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
