ამერიკა ევროპაში სამხედრო ძალების შემცირებას გეგმავს
„ვაშინგტონპოსტის“ ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელის ახალი სტრატეგია, ევროპაში არსებული სამხედრო რესურსების გადამისამართებაა. პიტ ჰეგსეტის ახალი სტრატეგია ევროპის კონტინენტიდან ათიათასობით ამერიკელი სამხედროს გაყვანას გულისხმობს, სადაც ამჟამად რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 100.000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. „ვაშინგტონპოსტის“ ცნობით აღნინშნული ცვლილებები ევროპელ მოკავშირეებთან ერთობლივი წვრთნის მკვეთრ შემცირებასაც გამოიწვევს. შემცირდება ნატოს დაფინანსებაც, ვინაიდან ევროპულმა სახელმწიფოებმა თავიანთი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
