რუსთავის მედიათეკას ორი წელი შეუსრულდა
საგანმანათლებლო სივრცემ, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდების კომფორტისთვის შეიქმნა, 2 წელიწადში, 23 000 ვიზიტორს და 200-ზე მეტ ახალგაზრდულ შეხვედრას უმასპინძლა. რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკა, მდიდარი წიგნთსაცავი, თანამედროვე და კომფორტული გარემოა შექმნილი. პროექტი, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით 2023 წელს განხორციელდა.
