სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი მოქალაქე დააკავეს
ჩვენი ინფორმაციით ერთ -ერთი დაკავებული გელა ხასაიაა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ ადამიანს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
