პროკრატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საუბარია დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად, აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო, რაც საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხებისა და აქტივების გადმოტანაში, ასევე ამ აქტივებით ქონების შეძენაში ან სხვადასხვა სახის ოპერაციებში დახმარებას გულისხმობს.
