ხაზარაძე-გახარიას პარტიის ყოფილი კანდიდატი რუსთავის საოლქო პროკურატურაში სამ საათზე მეტხანს იკითხებოდა
კარა ორუჯევი განმარტავს, რომ რეალურად, პარტია ერთი კვირის წინ დატოვა. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერში ხმა მისია, თუმცა ჩანაწერი დამახინჯებულად გაავრცელეს. შეგახსენებთ, ირაკლი კუპრაძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ პარტიის წევრმა კანდიდატობაზე უარი მოსყიდვისა და მუქარის გამო თქვა, თავად კანდიდატი ამტკიცებს, რომ საკუთარი ნებით მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო მიზეზი , პარტიის ურეიტინგობაა.
