ვიქტორ ორბანმა უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტი უმნიშვნელოდ მიიჩნია და თქვა, რომ უკრაინა „არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული“
უნგრული მედია ორბანზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილი ვითარება უნდა აღელვებდეს.
