ოფიციალურმა ბუდაპეშტმა უნგრეთის ტერიტორიაზე 12 უკრაინული საინფორნაციო პორტალი დაბლოკა
პრემიერის კანცელარიის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ცნობით, ეს უკრაინულ ცენზურაზე ბუდაპეშტის „სარკისებური პასუხია“. გერგეი გუიაში კიევს ადანაშაულებს უნგრული ინტერნეტ-რესურსების დაბლოკვაში. მისი თქმით, ეს უკრაინამ კრიტიკული მასალების გამო გააკეთა. გარდა ამისა, გუიაშის აზრით, უნგრული საიტები უკრაინაში სოროსის ფონდის კრიტიკის გამოც დაიბლოკა.
