სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია ცხრა ადამიანი
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რევოლვერები და პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
