"გორბის" მიერ ჩატარებული კვლევა ნათლად ასახავს სურათს და საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ პარტიისა და მერობის კანდიდატების მიმართ
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია „გორბიმ“ ჩაატარა, ნათლად ასახავს სურათს და საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ პარტიისა და მერობის კანდიდატების მიმართ. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ნდობას და მხარდაჭერას ქართულ ოცნებას უცხადებს. ეს აისახება როგორც დედაქალაქში გამოკითხულთა მონაცემებში, ისე რეგიონებში. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მხარდაჭერას ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს უცხადებს.
