ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში აქტივისტები ფედერალურ აგენტებს დაუპირისპირდნენ
დემონსტრანტები საიმიგრაციო და სასაზღვრო დაცვის ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პორტლენდში ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს და რამდენიმე მათგანი დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ომის მდივანს ორეგონში ჯარის გაგზავნა სამართალდამცველების დასაცავად და წესრიგის აღსადგენად დაავალა. ტრამპის თქმით, ფედერალური აგენტები იქ ანტიფასა და სხვა შიდა ტერორისტული ორგანიზაციების მუდმივი თავდასხმის სამიზნე არიან.
