ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ მინისტრს დღეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვდება
საუბრის მთავარი თემა ღაზაში ომის დასრულება და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა იქნება. დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულების რეალური შანსი არსებობს. ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ისრაელის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა მძევლების გათავისუფლების და ღაზაში დაჯგუფება ჰამასის გავლენის სამუდამოდ აღმოფხვრას.
