პოლონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ვარშავაში, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატით, ერთმანეთს შეხვდნენ
ლიდერთა სამმხრივი შეხვედრის მიზანი რუსული დრონების ნატო საჰაერო სივრცეში შეჭრის ფონზე თანამშრომლობის გაძლიერებაა. ნატომ უკვე დაიწყო ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგი“ რომელმაც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა უნდა გააძლიეროს. ეს ნატოს მხრიდან პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯია. ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნები ერთობლივ პრესკონფერენციას დღის ბოლოს გამართავენ.
