ტელეგრამის დამფუძნებელის განცხადება
ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი აცხადებს, რომ გასულ წელს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ის პარიზში დააკავეს, საფრანგეთის დაზვერვამ და მოლდოვის ხელისუფლებამ, მაია სანდუსადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეგრამ-არხების დაბლოკვა მოსთხოვეს. პაველ დუროვის თქმით, თავდაპირველად, ისეთი არხების დაბლოკვა სთხოვეს, რომლებიც აშკარად არღვევდა აპლიკაციის მოხმარებით გათვალისწინებულ წესებს, თუმცა შემდეგ მიიღო ე.წ. პრობლემური არხების ნუსხა, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები საფრანგეთის და მოლდოვის მთავრობებს არ მოსწონდათ. პაველ დუროვის თქმით, ამ ტელეგრამ არხების ცენზურის სანაცვლოდ, ფრანგული დაზვერვა მას პარიზში სასამართლოსთან შუამდგომლობას სთავაზობდა. ტელეგრამის დამფუძნებლის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ტელეგრამ არხების ცენზურაზე მან საფრანგეთის და მოლდოვის ხელისუფლებებს უარი უთხრა.
