კიტ კელოგი განმარტავს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ისეთი შეცდომა, რომელიც ომის ესკალაციას და გაფართოებას გამოიწვევს
უკრაინაში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი განმარტავს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ისეთი შეცდომა, რომელიც ომის ესკალაციას და გაფართოებას გამოიწვევს. მსგავსი ინციდენტების მაგალითად მან რუსული დრონების მიერ ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის ბოლოდროინდელი ფაქტები დაასახელა. ფოქს ნიუსთან ინტერვიუში კელოგმა აღნიშნა, რომ ომში უკვე მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული და საჭიროა მეტი სიფრთხილის გამოჩენა.
