ცაგერის მუნიციპალიტეტში „ლეჩხუმობა - 2025“ გაიმართა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლადო ასათიანის სახელობის ბულვარში პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი ყვავილებით შეამკეს. სახალხო დღესასწაულზე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. გაიმართა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე მოწყობილი იყო ეთნო კუთხე და საბავშვო-გასართობი სივრცეები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ლეჩხუმელები დააჯილდოვეს. მათ შორის საპატიო ლეჩხუმელის ჯილდო გადაეცა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ქრისტინა კობახიძეს. ღონისძიებები „თეატრალური კვარტეტის“ გალა კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.
