ზაჰესის დასახლებაში ნომერ ორმოცდამეათე საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა
ინფრასტრუქტურა კახა კალაძემ დაათვალიერა. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი მოხდა და ახალი აშენდა. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო ატრაქციონებითა და სათამაშო მოედნებით, ასევე ტერასა ღია აქტივობებისთვის.
