„გორბის" კვლევა
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია „გორბიმ“ ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ხაშური და თელავი. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6 - 25 სექტემბერის პერიოდში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი, ქვეყნის მასშტაბით, პლუს მინუს სამი პროცენტია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს მთავარ გამოშვებაში 20 საათზე გაგაცნობთ.
