რუსთავის სპორტის სასახლეში საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართა
პრეზენტაცია მოეწყო იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს ხალხს რუსთავის მერიის სპორტის განვითარების ცენტრი. ის სპორტის 27 სახეობას, 2500 სპორტსმენს და 85 მწვრთნელს აერთიანებს. გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები და ვარჯიში, ასევე შეხვდნენ ქართველ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს. წარმოდგენილი იყო კიბერ ფეხბურთის ფედერაციის სივრცეც, სადაც მინი ტურნირები ჩატარდა და სპეციალური პრიზებიც გათამაშდა.
