მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-ბლანკში, მორმონთა ეკლესიაში სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა
შეიარაღებული მამაკაცი წირვის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე ავტომობილით შეიჭრა, სროლა დაიწყო და შემდეგ ცეცხლი გააჩინა. 40 წლის თავდამსხმელი, ყოფილი საზღვაო ქვეითი თომას ჯეიკობ სანფორდი, პოლიციის მიერ გახსნილ საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
