მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ გაიმარჯვა
მმართველ გუნდს ხმების 50,1 % აქვს. მეორე ადგილზე ოპოზიციური „პატრიოტული ბლოკია“ ხმათა 24,2 %-ით. ამ მონაცემებით მმართველი პარტია 54, ოპოზიციური ბლოკი კი 27 მანდატს მიიღებს. საარჩევნო ბარიერი გადალახა კიდევ 3-მა პარტიამ. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა მეორე ადგილზე გასული პარტია. დღეს დაანონსეულია აქცია. დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას დამკვირვებლები.
