გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელები ჰიპერმარკეტების ქსელებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საუბარი შეეხო სურსათთან შეხების მქონე, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე.