ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემის მორიგი სერია
ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემის მორიგი სერია. იმედის კვირამ მოიპოვა მტკიცებულებები თუ როგორ რთავენ ტრენინგებში ახალგაზრდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ლექტორ-მასწავლებლები ღიად ასწავლიან ახალგაზრდებს, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია. ასწავლიან იმასაც რომ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ასევე ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ‘’ბრიტანეთისმონობისგან”’ განმათავისუფლებელი მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერისტეტის ბაზაზე შექმნილია ფრანკლინის კლუბის ანალოგი - იგივე მიზნებითა და იგივე ლექტორებით. არსებობს ოთხი აქტიური პროექტი- ჰაი სქულ ოფ ჯორჯია, დე ქონსფირეიშენი, საგამოძიებო მედია ლაბი და ანალიტიკური ცენტრი გნომონ ვაისი. სქემაში ფიგურირებენ ტომ პალმერი, ატლას ნეტვორკის ვიცე-პრეზიდენტი, კმარას დამფუძნებელი ლევან რამიშვილი, რეზი თოფურია, ალექსანდრე შარაშენიძე,გიორგი ანდრონიკაშვილი,საბა ჯაჯანიძე, მარიამ აბესაძე, ძმები ჯაფარიძეები, პავლე ჭყოიძე და ილია ღლონტი. ასევე გრასი, სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას ორგანიზაცია, ნანა სოხაძე, დავით ქუტიძე და რატი ახალაიაც. რაც შეეხება დაფინანსებას. იმედის კვირის ინფორმაციით, 2024-ის თებერვლიდან 2025 ის სექტმებრამდე საუბარია ერთი მილიონ 133 ათასი ლარის ჩარიცხვაზე. დამფინანსებლები არიან ჰორაიზონ ეუროფი იუ-ეს-ეი-აი-დის ევროპული ანალოგი. ასევე გრანტი საქართველოს უნივერსიტეტზე 71 ათასი ევრო დე კონსპირატორმა გასცა, 55 ათას ევრომდე კი დაად-მა, კიდევ ერთი მონაცემი ეხება ბანგკოკში მოქმედ ამერიკის საელჩოს- აქედან 2025 წლის აპრილში 40 ათასი დოლარი ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტში. გარდა ამისა 2024-25 წლებში ბანგკოკიდან ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხა მიიღო ჯიპამ.
