კიბერფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რეგიონული საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარეობს
კიბერფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რეგიონული საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კიბერნაკრებიც მონაწილეობს. შეჯიბრება ფიფას ეგიდით იმართება და 28 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს ეროვნულმა კიბერნაკრებმა პორტუგალია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ბოსნია-ჰერცოგოვინა და კვიპროსი დაამარცხა, რითაც ფლეი ოფში პირველი ადგილით გადავიდა. მომდევნო მეტოქე ისრაელის ეროვნული კიბერნაკრები იქნება. ტურნირიში საქართველოს ეროვნულ გუნდის სახელით ძმები რატი და მათე ნანავები ასპარეზობენ. მატჩები საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე იმართება.
