რამდენიმე დღეში ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში კრივის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
რამდენიმე დღეში ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში კრივის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრები მასპინძელ ქვეყანაში უკვე გაემგზავრა. ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი გუნდი ტურნირზე 10 მოკრივეთი წარსდგება. 10 წონითი კატეგორიიდან 7 ბიჭი და 3 გოგოა. კონტინენტის პირველობა 30 სექტემბრს დაიწყება და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
