ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ჩხოროწყუობას“ აღნიშნავენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ჩხოროწყუობას“ აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრში მოწყობილია მეგრული ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელთნაკეთი ნივთები. ადგილობრივებს და სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში. პარალელურად, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. დაჯილდოვდნენ, საპატიო ჩხოროწყუელები დღესვე, ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში, ლეგენდარული ქართველი არტისტის, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმი და ბიუსტი გაიხსნა. „ჩხოროწყუობა 2025“ საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.
