დიდ ბრიტანეთში ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრის ვინაობა გამოავლინეს
დიდ ბრიტანეთში ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრის ვინაობა გამოავლინეს. გამოკითხვის შედეგებით, რომელიც „იპსოსმა“ ჩაატარა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრემიერის ტიტული წილად, კირ სტარმერს ხვდა. ამ დროისათვის მოქმედი პრემიერის მხარდაჭერის მაჩვენებელი 13 %-ს შეადგენს, 79% კი მისი მუშაობით უკმაყოფილოა, რაც ყველა დროის ანტირეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ სტარმერს მისი თანაპარტიელების 53%-იც არ უჭერს მხარს.
